მაშველებმა ნატო-ს წვრთნებში მონაწილე კანადურ ვერტმფრენზე მყოფი ერთ-ერთი კანადელი ჯარისკაცის, 23 წლის უმცროსი ლეიტენანტის, ცხედარი კატასტროფის ადგილთან ახლოს იპოვეს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, მაშველები ბოტრზე მყოფ კიდევ ხუთ ჯარისკაცს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, გუშინ კანადურმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობდა, იონიის ზღვაში კატასტროფა განიცადა.