კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ტრუდომ ტუსკს კარგი მეგობარი და ძლიერი მოკავშირე უწოდა.
"ტუსკი არის წარმოუდგენლად ძლიერი წარმომადგენელი ევროპელების, რომელსაც სჯერა რომ ერთად მუშაობა და მიზნების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ ვიქნებით ღია და ნდობით აღჭურვილი", - აღნიშნა ტრუდომ.
თავის მხრივ ტუსკმა განაცხადა, რომ კანადა ევროკავშირის ყველაზე დიდი და ახლო ტრანსატლანტიკური სავაჭრო პარტნიორია.
შეგახსენებთ, კანადა გეგმავს 28-წევრიანი ბლოკის ლიდერებთან სამიტის გამართვას სავაჭრო კავშირებთან დაკავშირებით.