კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა, რითაც მან სოლიდარობა გამოხატა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა, რომლებიც 9 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას. პრემიერ-მინისტრს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები კანადის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება.