მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი მიტოვებული სოფელი უკვე მსოფლიომ გაიცნო. ანიმაცია 3 კონტინენტსა და 15-ზე მეტ ქვეყანაშია ნაჩვენები. ცოტა ხნის წინ კი ნამუშევარმა კანადაში, ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა. მიტოვებული სოფლის მხატვარი ირაკლი ტოკლიკიშვილია.
ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი (OlAF) ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი და ყველაზე მასშტაბური ანიმაციური ფილმების ფესტივალია, რომელიც 1975 წელს დაარსდა.