კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც აღიარებულია, როგორც "ქუინის" სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და თავად ჯგუფის წევრების რჩეულია, უკვე საქართველოშია. ის თბილისში 10 ივნისს ღამით პროდიუსერებთან და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.
მარკ მარტელი საქართველოში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ჩამოვიდა. მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს. ღონისძიება „ქუინის“ შემოქმედებას ეძღვნება, მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს გაიმართება.