კანადელი მილიარდერი, ფარმაცევტული ფირმის "Apotex"-ის მფლობელი და მისი ცოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, ცოლ-ქმარი თავიანთი სახლის სარდაფში იპოვეს. შემთხვევას როგორც მკვლელობას ჯერჯერობით არ განიხილავენ, თუმცა აღნიშნეს, რომ შერმანების გარდაცვალება საეჭვოა. კერძო კომპანია "Apotex"-ი 1974 წელს დაარსდა. შერმანი კი კანადის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეთხუთმეტე ადგილს იკავებდა.