კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ ერთ ჭიქა რძეს, 4 მმ-ით უფრო მაღლები არიან თანატოლებზე, ხოლო ის მოზარდები, რომლებიც დღეში სამ ჭიქა რძეს სვამენ, სიმაღლეში 15 მმ-ით განსხვავდებიან თანატოლებისგან. გახსოვდეთ, რომ რძე აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისათვის.