კანადაში ტორნადოს შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქი ოტავა და ქალაქი გატინო დააზარალა. დაზიანდა შენობები, ქარმა მოგლიჯა ხეები. დაშავებულათაგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ხუთბალიანი შკალის მიხედვით ტორნადო მეორე დონედ შეფასდა. ქარი საათში 200 კილომეტრის საათის სიჩქარით მოძრაობს. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.