კანადაში ქალაქ მონრეალთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, რის შედეგადაც 200-მდე ავტომობილი დაზიანდა. როგორც ცნობილია ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ქარბუქით გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა, რის გამოც რამდენიმე მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. ავტოკატასტროფაში მოყოლილ ავტომობილებს შორის სასკოლო ავტობუსი, ბენზინმზიდი და 10-ზე მეტი სატვირთოა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 70 ადამიანი. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის გამო მაგისტრალზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაიკეტა.