კანადის ქალაქ უინიპეგში მდრებარე ერთ-ერთ მოტელში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 46 ადამიანი მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15 მათგანის მდგომაორება კრიტიკულია. მცირე ზომის სასტუმროდან თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაცია მალევე განხორციელდა. გაზის ოპერატორმა კომპანიამ კი მოტელში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.