კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად, სოფელი ლიტონის 90%-ი დაიწვა. მანამდე სოფელი, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობამ დატოვა. ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია. მაღალი ტემპერატურის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო ხუთ დღეში ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დადასტურდა. ფატალური შემთხვევების ასეთ ზრდას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.