ჩინური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი, მენ ვანჩჟოუ პატიმრობიდან გაათავისუფლეს და კანადა დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მენ ვანჩჟოუსა და აშშ-ის პროკურატურას შორის გარიგება შედგა. ცნობისათვის, ჩინური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი ვანკუვერში, აშშ-სგან გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე 2018 წელს დააკავეს. შეერთებული შტატები მენ ვანჩჟოუს საბანკო თაღლითობაში ადანაშაულებდა და მის ექსტრადირებას ითხოვდა. კერძოდ, აშშ აცხადებდა, რომ მენ ვანჩჟოუმ შეცდომაში შეიყვანა HSBC ბანკი Huawei-სა და კომპანია Skycom-ის შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რითაც ბანკი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის რისკის ქვეშ აღმოჩნდა.