კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა.
Global News-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინაში და გამოძებნონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფს ასევე დაევალა დახმარების გაწევა კანადის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გეგმის შემუშავებაში, რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის განხორციელების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი კვირას უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი რუსეთის მიერ „აგრესიული ქმედებების“ შეკავების მცდელობების განხილვაა. ის გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.