კანადა ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. სანქცირებულ პირთა სიაში, კრემლის ლიდერის გარდა 1000-მდე რუსი მოქალაქე მოხვდა. კანადის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გვერდით დგომას აგრძელებს და მზად არის რუსეთს ომის დანაშაულებებისთვის პასუხი აგებინოს.