კანადის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „რუსული აგრესიის გამო“, უკრაინაში არააუცილებელი მიზეზით გამოწვეული მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
”ჩვენ შევცვალეთ უკრაინასთან დაკავშირებული რისკის დონე არააუცილებელი მიზეზით გამოწვეული მოგზაურობების თავიდან აცილების მიზნით, რაც გამოწვეული ქვეყანასა და მის გარშემო რუსული აგრესიის გაძლიერებითა და სამხედრო ძალების მობილიზებით", - ნათქვამია კანადის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი მომავალ კვირას კიევს ეწვევა, რათა დაადასტუროს კანადის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი და გააძლიეროს მცდელობები რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავების მიზნით.