19:55
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კანადა მზადაა უკრაინას ხორბლის გატანაში დაეხმაროს
17-05-2022

კანადის ხელისუფლება მზადაა, რომ უკრაინას პორტებიდან ხორბლის გატანაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CTV ავრცელებს

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. უფრო კონკრეტულად კი, ოტავა მზადაა საკუთარი ხომალდები დაახმაროს უკრაინას მარცვლეულის პორტებიდან გასატანად.

მანამდე გაეროს სურსათის პროგრამის გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა გერმანულ სააგენტო DPA-სტან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მლნ ტონა მარცვლეულია, რომლის გატანაც ვერ ხერხდება.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 მაისს განაცხადა, რომ უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ მსოფლოიოში სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია. მისი მონაცემებით, უკრაინულ საცავებში 20 მლნ ტონაზე მეტი მარცვლეული ინახება და რომ შტატები ძალიან მონდომებულია, რათა ის მოხვდეს მსოფლიო ბაზარზე. მისივე თქმით, ამან უნდა გამოწვიოს სურსათზე ფასების კლება.

      

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები