ფეისბუქზე ახალი კამპანია, სახელწოდებით მილიონი ლადო აფხაზავასთვის იკრებს ძალებს. მოგეხსენებათ, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე, რომელშიც კენიელი მასწავლებელი გახდა გამარჯვებული, პრიზი სწორედ 1 მილიონი აშშ დოლარი იყო. ინიციატივის - 1 მლნ ლადო აფხაზავასთან ავტორი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა. "მილიონი როგორ ვერ უნდა შევაგროვოთ. ლარი ყველა ჩვენგანისგან, მილიონზე მეტი არ ვართ, ვინც ამ ბიჭმა გაახარა?", - დაწერა მან.