კამპანია "ეს შენ გეხება" ე.წ. მოსმენების კანონის სასამართლოში გასაჩივრებისთვის მოქალაქეებს ელექტრონული სარჩელის შევსებას სთავაზობს. კამპანიამ ამისთვის „ეს შენ გეხებას“ ვებ-გვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე ელექტრონული სარჩელის ფორმა განათავსა. როგორც კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს ახლად მიღებული კანონი.