კამერუნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას "ბიბისი" "გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე" დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 5-დან 9-წლამდე 14 ბავშვი და ფეხმძიმე ქალიცაა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს.
ინციდენტზე პასუხისმგელობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ოპოზიცია მომხდარში ქვეყნის "დიქტატორულ რეჟიმსა" და "ქვეყნის თავდაცვის ძალებს" ადანაშაულებს.
ცნობისთვის, 2017 წელს, კამერუნის უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობას ქვეყანაში შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები შექმნა მოჰყვა. კონფლიქტს დღემდე 3,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საკუთარი სახლების დატოვება კი 70,000-ზე მეტ ადამიანს მოუწია.