ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, პოლიციელთა ვალდებულებები, შესაძლოა, გაფართოვდეს.ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება კანონში იგეგმება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.ინიცირებული პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის თანამშრომელი ძალადობის განმეორების რისკების შეფასებას მოახდენს და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.