საქართველოს პარლამენტთან ქალთა მარში გაიამრთა, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მართავდნენ. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა პარლამენტთან დაასრულეს. მარშში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ღებულობდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქალების მარში თბილისში არის ახალი გლობალური მოძრაობის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალების უფლებების დაცვას და განმტკიცებას, რათა მსოფლიო გახდეს უფრო თანასწორი, ინკლუზიური, თანაგრძნობის გამომხატველი და უსაფრთხო. ქალთა მარში საქართველოს მსგავსად, მსოფლიოს 300-ზე მეტ ქვეყანაში იმართება.