ქალი, რომელმაც პეკინის გამზირზე ცივი იარაღით 3 წლის ბავშვი დაჭრა, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ, სასამართლო დაკავებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.