"ქალს აქვს თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს - ნაკლებად ამბიციურია, ნაკლებად იხედებიან კუნთებზე" - ამის შესახებ პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი", საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან შემოთავაზებულია სხვადასხვა კადიდატები, თუმცა, ოფიციალურად მმართველი პარტიის შიგნით ამაზე მსჯეობა არ დაწყებულა. გუგული მაღრაძის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის რიგებში განხეთქილებაა.