ყირგიზეთში ქალმა ოპერაცია გაიკეთა, რათა „ევროპული თვალები“ ჰქონოდა. ალინა მაჰმედოვას წლების განმავლობაში სურდა მისი თვალის ჭრილი ევროპულის მსგავსი ყოფილიყო. მან მეგობრებისგან გაიგო, რომ ქვეყნის დედაქალაქ ბიშკეკში მსგავსი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი იყო და მაშივე გადაწყვიტა სურვილის ასრულება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ მოთხოვნადი აღმჩნდა და მას თვეების განმავლობაში მოუწია ლოდინი. ბოლო პერიოდში ყირგიზეთში მის მსგავსად ბევრს სურს მსგავსი თვალის ფორმები ჰქონდეს, რის გამოც ოპერაციას იკეთებენ.