7 წლის ანაია ელიკი ხელების გარეშე დაიბადა, მიუხედავად ამისა, იგი აშშ–ს კალიგრაფიის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ანაია პროთეზს არ იყენებს და კალამს მაჯებს შორის იჭერს. Greenbrier Christian აკადემიის პირველკლასელმა შეჯიბრზე ძალიან გამართული და ლამაზი ასოებით დაწერა, რითიც მან ყველაზე საუკეთესო ხელნაწერისათვის ნიკოლას მაქსიმის პრიზიც მოიპოვა.მიუხედავად იმისა, რომ ანაია ხელების მაგივრად მაჯებს იყენებს, ის სხვა მხრივ ყველანაირად განვითარებულია. ანაიას მამამ ABC-ს უამბო, რომ მისი შვილის დადებითი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მასაც სტიმულს აძლევს, რომ ყოველი დღის მადლობელი უნდა იყო და არასდროს უნდა დანებდე.