კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი გზატკეცილზე ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. ადგილობრივი პოლიციის შერიფის განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნის შემდეგ ერთ ავტომობილს დაეჯახა, მაგრამ მანქანაში მჯდომები არ დაშავებულან. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.