კალიფორნიის შტატში, ფრიმონტში მდებარე „ტესლას“ ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„როიტერის“ ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის იმ ნაწილში გაჩნდა, რომელშიც მშენებლობა მიმდინარეობდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი გამდნარ ალუმინთან ჰიდრავლიკური სითხის კონტაქტმა გამოიწვია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დააზიანა თუ არა ხანძარმა პროდუქცია. ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება