კალიფორნიაში მომხდარი სროლის დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანის ეზოში ფეხბურთის საყურებლად შეიკრიბნენ.
პოლიციის ცნობით, ოთხივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაახლოებით 8 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარებს სათვალთვალო კამერების მასალების მოძიება და მოწმეთა დაკითხვა. მომხდარის მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, აშშ-ში და განსაკუთრებით კალიფორნიაში იარაღით თავდასხმების შემთხვევები ხშირია.