კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, შტატში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ბოლო 2 თვის განმავლობაში გასამმაგდა. ამასთან, კალიფორნიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ს 33 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, აქედან ვირუსს 400 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.