კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ შტატის სახანძრო დეპარტამენტში აცხადებენ. ხანძრის შედეგად 500 სახლი და 75 შენობა-ნაგებობაა განადგურებული. ამ მომენტისთვის ხანძრის გავრცელების ფართობი 19,5 ათას ჰექტარს შეადგენს, ლოკალიზებულია ხანძრის კერების მხოლოდ 5%. ევაკუირებულია 38 ათასი ადამიანი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.