აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ოკლენდში, კალიფორნიაში ფედერალური სამსახურის ოფიცრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რომლის შედეგად ერთი ოფიცერი დაიღუპა. ამ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დემონსტრანტებმა ქალაქში ათობით შენობა გადაწვეს. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ათობით პირია დაკავებული. შეგახსენებთ, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდს სამართალდამცავები ყალბი 20 დოლარიანი კუპიურის გასაღების გამო აკავებდნენ.