00:39
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქალი, რომელსაც პოლიციამ მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა, ბოსელში ცხოვრება კი მოსწონდა
14-01-2021

პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ მოხუცი თავად ძალადობდა მასზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 96 წლის მოხუცი ბოსელში ცხოვრობდა, რძლის განმარტებით, მამამთილს იქ ცხოვრება მოსწონდა.

"აგერ ჩემს სახეს შეხედეთ - მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, აქ სახლი გალესილია, იატაკი აქვს, ჭერი აქვს - მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში კი არა, როცა ის მწყემსობდა, უარესშიც ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია", - განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა მარინა ახალაურმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ბრალდებას ასევე უარყოფს 96 წლის ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი და აცხადებს, რომ ოჯახში არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი.

„აქეთ სცემა დედაჩემი გუშინ. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა რომ ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას ჩვენ აქედან. ეს სახლი თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და აუქციონი რა არის საერთოდ ისიც არ იცის, მე როგორც მივხვდი, ადვოკატი ურევს გონებას”, - განაცხადა ნიკოლოზ თათარაშვილმა.

AutoPlay
ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი- პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ზოგიერთ ქვეყანას იმაზე 4-ჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე რეალურად სჭირდება-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ჯო ბაიდენი- ჩვენი მიზანია აშშ-ში ვაქცინაცია ყოველდღიურად 1.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდეს
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
თენგიზ ცერცვაძე - შეიძლება, სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები