ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა. ინფორმაციას სოფლის რწმუნებული ადასტურებს.
როგორც ილგარ მურადოვი ამბობს, სოფელ ბირლიკში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევაა. მურადოვი ასევე აღნიშნავს, რომ უცნობია ინფიცირების პირველწყარო და ასევე რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი რუსთავის ბაზარში დასაქმებულ ადამიანს.