59 წლის ლინი ევერეტსა და მის 69 წლის ქმარს ანტონის ფანატურად უყვართ ძაღლები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამოთახიანი ბინა მთლიანად ძაღლებს აქვთ ოკუპირებული და ცოლ-ქმრის ადგილი ფაქტობრივად აღარ არის. ოჯახმა გადაწყვიტა ბინა შინაურ ბინადრებს უანდერძოს."ძაღლები დარჩებიან აქ და მემკვიდრეობით სახლს მიიღებენ, ხოლო ჩემი შვილი ჯული, რომელიც 36 წლის არის, მემკვიდრეობით მიიღებს ჩემ მიერ დაზოგილ თანხას" - ამბობს ლინი.ამ პატარა სახლში 41 ძაღლი ცხოვრობს, რომელთა შორისაც არის 25 ფრანგული ბულდოგი, 10 ბულტერიერი, 3 ჩინური ქოჩორა და სამი ჩიხუახუა. პატრონები ძაღლებს ანებივრებენ სხვადასხვა გემრიელობებით. 5 მაცივარი ხორცით არის სავსე. საკვებისთვის კვირაში 250 ფუნტ სტერლინგი იხარჯება. გასულ წელს ოჯახმა ვეტ-კლინიკაში 17 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.ცოლ-ქმარი ძაღლებისთვის საჭირო თანხას ლეკვების ვაჭრობით გამოიმუშავებს. მათი ფასი 750-დან 7500 ფუნტ სტერლინგამდეა. წყვილს არაერთი წინააღმდეგობა ხვდება მათი ძაღლების გამო.