აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან. ქალები უფრო მიდრეკილები არიან დემენციისა და მეხსიერების დაქვითებისკენ. მიუხედავად ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ასაკში ქალებს უკეთესი მეხსიერება აქვთ მამაკაცებთან შედარებით. მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, მეხსიერების რომელ პროცესზე მოქმედებდა მენოპაუზა. ესტრადიოლის დონის დაქვეითება იწვევდა ინფორმაციის დამახსოვრების პრობლემებს. მეხსიერების კონსოლიდაცია და მოგონებების შენახვის ფუნქცია არ იცვლებოდა.ჰიპოკამპი - მეხსიერების ცენტრი მამაკაცებში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, ქალებში კი - არა.