23:41
18 სექტემბერი, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ქალები უფრო კარგი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები? - ნახეთ, თუ ემთხვევა თქვენს მოლოდინს ეს ციფრები
13-09-2018

ბრიტანეთის ავტომობილთა დაზღვევის კომპანიის კვლევის თანახმად ქალები უფრო კარგი მძღოლები არიან, ვიდრე კაცები. კაცები 4-ჯერ უფრო ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს.

კვლევის დროს გამოყენებული სტატისტიკური მონაცემების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები თითქმის ყველა მაჩვენებლის მხრივ ჯაბნიან კაცებს. როგორც წესი,ქალები, ბევრად უფრო დიდხანს სწავლობენ ავტომობილის მართვას, ვიდრე კაცები, ნაკლებად არღვევენ წესებს, ნაკლებად ხვდებიან ავარიებში და, შესაბამისად, მათზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობაც ნაკლებია.
 
კვლევამ აჩვენა, რომ კაცები უფრო მიდრეკილები არიან მავნე ჩვევებისკენ, ვიდრე ქალები. მათი 23 % აღიარებს, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს არ რთავს მოხვევის მაჩვენებელს. ქალებში ასეთთა რაოდენობა 17%-ს შეადგენს.
 
შესაძლოა, სწორედ ქალების მიერ მოძრაობის წესების დაცვითაა განპირობებული, რომ მათ მგზავრობისას ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლაში უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე კაცებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები