09:48
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს
07-12-2021

ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლილე ლიპარტელიანს.

აღნიშნული რეპლიკა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ პოლემიკას მოჰყვა.

„ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა.

კამათის დროს დედაქალაქის მერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტების სიმბოლო უწოდა.

"ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა არის ძალიან უცხო, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო. ბიჭო, თქვე დალოცვილებო, 2012 წლამდე, რასაც ქართველ ხალხს კადრებით, რასაც აკეთებდით, იყავით ბოროტების სიმბოლო, აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს, 10 ათასობით ადამიანი დაკავებული გყავდათ. ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს, ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ“, - მიმართა კალაძემ ლიპარტელიანს.

კალაძის თქმით, მათ ყველანაირი ზღვარი წაშალეს და წითელი ხაზი გადაკვეთეს და არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მიიღეს პასუხი, ისინი არიან უმცირესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება.

„ქართველი ხალხისგან გექნებათ ყოველთვის პასუხი: „არა“, - განაცხადა კალაძემ.

AutoPlay
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილ ზურაბ ქირია დაკრძალეს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 198 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
--------
08-12-2021
კარგი რააააა ტოოოოოოოოო!!!!!!! ვითომ ეგ რა იყოო???მაგარი გოგო ხარ შე გოიმო?ზიხარ მანდ და იჯღანები მაიმუნივით.ვის დასცინი ?კახის?გადახედე შენ გუნდს,იმდენი გყავს დასაცინი დაწყებული თქვენი ბელადიდან.
სხვა სიახლეები