ქალბატონ შორენას საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის დაწყებამდე განუცხადა.მისივე თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს ან არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლესი იერარქიების მხრიდან. რაც შეეხება ფაქტს, როდესაც ერთმა სასულიერო პირმა მეორეს "მწვალებელი" უწოდა, დეკანოზ კახაბერის მოსაზრებით, ასეთი ბრალდება არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს წაუყენოს.