კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და უკვე მეორე სათამაშო დღეც გაიმართა. მარტივი გამარჯვება მოიპოვა ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა, აშშ-ს ნაკრებმა, რომელიც ჩეხეთს დაუპირისპირდა და 21 ქულიანი სხვაობით 88-67 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დონოვან მიტჩელი დასახელდა, რომელმაც 16 ქულა 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. აშშ მეორე ტურში თურქეთს, ხოლო ჩეხეთი იაპონიას დაუპირისპირდება.
საინტერესო მატჩი შედგა საფრანგეთსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. შთამბეჭდავი პირველი მეოთხედის შემდეგ, სადაც საფრანგეთმა მეტოქე 16-4 გაანადგურა, მატჩი გათანაბრდა, თუმცა გერმანელებმა ჩამორჩენის აღმოფხვდა ბოლომდე ვერ შეძლეს და საბოლოოდ 78-74 წააგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ფრანგი მცველი, ევან ფურნიე დასახელდა, რომელმაც 26 ქულა 10 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გერმანელთა რიგებში ყველაე უკეთ დენის შროდერმა ითამაშა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა 4 მოხსნა და 8 პასია.