კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "პალიტრანიუსისთვის" გახდა ცნობილი, დათიკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. რა გახდა დათიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.