არსებული ინფორმაციით, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელიც სავარაუდოდ, კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია.როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, საქმის მასალების მიხედვით, მატჩების კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ მიღებულ თანხას ბრალდებულები კიდევ ერთ ადამიანთან ინაწილებდნენ. კერძოდ, საუბარია კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნული პირის შესახებ ბრალდებულები ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში საუბრობენ, თუმცა ჩვენებებში მის ვინაობას არ ასახელებენ.