"ჩემი საარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს" – აცხადებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი. პაატა გურასპაულს სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" უმასპინძლა. სპორტულ ჟურნალისტებს შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდათ გურასპაულისთვის საარჩევნო კამპანიის შესახებ და ზოგადად, კალათბურთში არსებულ მდგომარეობაზე დაესვათ კითხვები. "ლელო" კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უმასპინძლებს.