ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. აღნიშნულის გამო წუხელ, გარკვეული დროის განმავლობაში ქობულეთში გადაადგილება შეზღუდული იყო რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზეც. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი, მობილიზებული იყო მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდებოდა სანიაღვრე სისტემები, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობდა.