ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს ერთ-ერთ მთავარ მოწმეს დაკითხავენ. სასამართლოში ჩვენებას ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე მისცემს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ის იმყოფებოდა ფარდულში და არის ფაქტის თვითმხილველი.
მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.