საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გურიის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდობა მიულოცა. ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა, სადაც კალანდობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: "შემოქმედი", "იადონი", "ელესა", "ურეკი" და "ზენაარი" მონაწილეობდნენ.