ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ცეცხლს ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე - Palitra News

ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ცეცხლს ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე

2020-04-15 10:45:59+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, თბილისში კვლავ იმაზე მეტი მანქანა გადაადგილდება, ვიდრე რეკომენდებულია. როგორც გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, ეს მიანიშნებს, რომ ადამიანები ისევ იკრიბებიან, რაც დაუშვებელია.

გამყრელიძემ შექმნილ ვითარებას "ცეცხლთან თამაში" უწოდა და მოქალაქეებს იზოლაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ქვეყანაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთი იქნება და "გვექნება დანაკარგი".