09:58
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ქალაქის ზედაპირის რამდენი პროცენტი უნდა იყოს დამალული ხეების ჩრდილის ქვეშ? - მკვლევარების დაკვირვების შედეგები
21-05-2019

ქალაქის ზედაპირის არანაკლებ 40% უნდა იყოს დამალული ხეების ჩრდილის ქვეშ, რათა მცხოვრებლებმა ცხელ დღეებში სიგრილე იგრძნონ. ქალაქის ზონაში ხეების რაოდენობა მოქმედებს არა მარტო დღის საშუალო ტემპერატურაზე, არამედ უზრუნველყოფს ღამით სიგრილესაც. მკვლევრების თქმით, 40%-ის შემთხვევაში ქალაქის ჩრდილიან და არაჩრდილიან უბნებს შორის განსხვავება წლის ცხელ პერიოდში 5 გრადუსზე მეტია. ეს კომფორტულ პირობებს უქმნის ფეხით მოსიარულებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მწვანე უბანში მცხოვრები ქალაქელები უკეთეს განწყობაზე არიან და ელექტროენერგიის ნაკლებ გადასახადს იხდიან, რადგან იშვიათად იყენებენ კონდიციონერებს.

მეცნიერები გვახსენებენ, რომ მწვანე ნარგავები სიცხეში არა მარტო სიგრილეს უზრუნველყოფს, არამედ შთანთქავს ნახშიროჟანგს, აქვეითებს ხმაურს, მტვრითა და აირებით დაბინძურების დონეს, იცავს ქარისგან და გამოყოფს ფიტონციდებს - პათოგენური მიკრობების გამანადგურებელ ნივთიერებებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები