ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრაზე კონტროლი მკაცრდება. კონტროლის გამკაცრება "თბილსსერვის ჯგუფსა" და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დედაქალაქის მერმა დაავალა. დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს. დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.