მსოფლიო ქალაქებს შორის ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Savills-ი იუწყება.ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში 85 მილიარდერია, მაშინ როცა მთლიანად შტატებში 607 მილიარდერი ცხოვრობს. ამავე რეიტინგში მეორე ადგილზეა ჰონგ-კონგი 79 მილიარდერით. მესამე პოზიციაზე კი მოსკოვია 71 მილიარდერით. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში მილიარდერთა საერთო რაოდენობა - 99-ია.
"მილიარდერი ქალაქების" რეიტინგში ხუთეულს ასრულებენ პეკინი - 61 და ლონდონი 55 მილიარდერით.