აშშ-ის არაერთ ქალაქში უსახლკაროების სერიოზული პრობლემაა. მათ შორის არის ორეგონის შტატის ქალაქი პორტლენდიც. ათასობით ადამიანს ქუჩაში ან დროებით თავშესაფარში უწევს ღამის გათენება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის მთავრობამ საკმაოდ კრეატიული პროექტი შეიმუშავა. კერძოდ, მოქალაქეებს, რომლებიც უსახლკაროებს შეიფარებენ, სახლის უკანა ეზოში პატარა სახლს უფასოდ უშენებენ.როდესაც განაცხადების მიღება დაიწყო, დაახლოებით 1000-მა ოჯახმა გამოხატა ინტერესი პროექტში ჩართულიყო. პროექტში მონაწილეებმა უსახლკაროებს ხუთი წლით უნდა მისცენ უფლება იცხოვრონ მათ სახლში.ჯერჯერობით 4 აპლიკანტი შეირჩა, თუ პროექტმა გაამართლა, იგეგმება კიდევ 300 მსგავსი სახლის აშენება.